avtobusi
avtobusi
home მთავარი სკოლა აქტივობები გალერეა ბმულები კონტაქტი
1-10-2020, 10:00

დადგა ყველასთვის სანატრელი დე,1-ლი ოქტომბერი,დღე მონატრებულების შეხვედრისა.მასწავლებლებთან,კლასელებთან სკოლაში ერთად ყოფნისა.

მშობლებთან ერთად მოსულ მოსწავლეებს,მასწავლებლებს,სკოლის დირექციას, ყველას პირბადე ეკეთა,მიუხედავად ამისა, თვალებიდან მზის სხივებს ასხივებდნენ,რომელსაც უდიდესი სიყვარული,სითბო მოჰყვებოდა.

სკოლის დირექციამ ქალბატონებმა: ბელა ჩიტიამ,ირმა მუხიგულაშვილმა,სკოლის თანამშრომლებთან ერთად მოსწავლეებს გაკრიალებული სკოლა დაახვედრეს. პანდემიის დასამარცხებლად ყველგან სადეზიმფექციო საშუალება იყო მიმაგრებული.ყოველ ნაბიჯზე,დერეფნებსა და საკლასო ოთახის კედელზე გამოფენილი იყო ჰიგიენის დაცვის წესები,რომელსაც თითოეული მოქალაქე უნდა დაემორჩილოს და ზედმიწევნით შეასრულოს.

პირველი ოქტომბერი ჩვენი,თბილისის 142-ე საჯარო სკოლის ისტორიაში სიყვარულის,სიხარულის,ჯანმრთელობის,ბედნიერების,პანდემიაზე გამარჯვების დღედ შევიდა.

წარმატებული სასწავლო წელი ყოფილიყოს,როგორც ჩვენი,142-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის,ასევე სრულიად საქართველოსათვის!
















        © თბილისის 142-ე საჯარო სკოლა