eTwinningის პორტალზე 2020- 21 სასწავლო წელს 142-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები: ნინო გვასალია, ანა ჩუბინიძე, შორენა ბარბაქაძე, ანა ბატიაშვილი, მონიკა ქავთარაძე-ჭაავა, თათა ჯიხოშვილი მონაწილეობდნენ პროექტში- ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებთან ერთად “we are together to create a health culture”. მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევების ფონზე, შექმნილი პანდემიის მდგომარეობის გათვალისწინებით, განხორციელდა ჯანმრთელობის თემაზე პროექტი. პროექტს ხელმძღვანელობდა ინგლისური ენის მასწავლებელი ეკატერინე ტაბატაძე.
დადგა ყველასთვის სანატრელი დღე,1-ლი ოქტომბერი,დღე მონატრებულების შეხვედრისა.მასწავლებლებთან,კლასელებთან სკოლაში ერთად ყოფნისა.
მშობლებთან ერთად მოსულ მოსწავლეებს,მასწავლებლებს,სკოლის დირექციას, ყველას პირბადე ეკეთა,მიუხედავად ამისა, თვალებიდან მზის სხივებს ასხივებდნენ,რომელსაც უდიდესი სიყვარული,სითბო მოჰყვებოდა.
სკოლის დირექციამ ქალბატონებმა: ბელა ჩიტიამ,ირმა მუხიგულაშვილმა,სკოლის თანამშრომლებთან ერთად მოსწავლეებს გაკრიალებული სკოლა დაახვედრეს. პანდემიის დასამარცხებლად ყველგან სადეზიმფექციო საშუალება იყო მიმაგრებული.ყოველ ნაბიჯზე,დერეფნებსა და საკლასო ოთახის კედელზე გამოფენილი იყო ჰიგიენის დაცვის წესები,რომელსაც თითოეული მოქალაქე უნდა დაემორჩილოს და ზედმიწევნით შეასრულოს.
პირველი ოქტომბერი ჩვენი,თბილისის 142-ე საჯარო სკოლის ისტორიაში სიყვარულის,სიხარულის,ჯანმრთელობის,ბედნიერების,პანდემიაზე გამარჯვების დღედ შევიდა.
წარმატებული სასწავლო წელი ყოფილიყოს,როგორც ჩვენი,142-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის,ასევე სრულიად საქართველოსათვის!
ქ.თბილისის 142-ე საჯარო სკოლა ცნობილია ღონისძიებათა თუ პროექტების ჩატარების სიმრავლით.შემოქმედებითი საღამოები,კონკურსები სასწავლო წლისII სემესტრში იყრისხოლმე თავს,რის გამოც სპეციალური ცხრილი დგება,რათა ერთმანეთს არ დაემთხვეს ღონისძიებები,სააქტო დარბაზი თავისუფალი რომ იყოს.სკოლაში შემოქმედებითი საქმიანობის წარმართვაში გვეხმარებიან და ხელსაყრელ პირობებს გვიქმნიან დირექციის წარმომადგენლები ქალბატონები:ბელა ჩიტია და ირმა მუხიგულაშვილი.