ქ.თბილისის 142-ე საჯარო სკოლა ცნობილია ღონისძიებათა თუ პროექტების ჩატარების სიმრავლით.შემოქმედებითი საღამოები,კონკურსები სასწავლო წლისII სემესტრში იყრისხოლმე თავს,რის გამოც სპეციალური ცხრილი დგება,რათა ერთმანეთს არ დაემთხვეს ღონისძიებები,სააქტო დარბაზი თავისუფალი რომ იყოს.სკოლაში შემოქმედებითი საქმიანობის წარმართვაში გვეხმარებიან და ხელსაყრელ პირობებს გვიქმნიან დირექციის წარმომადგენლები ქალბატონები:ბელა ჩიტია და ირმა მუხიგულაშვილი.
მიუხედავად მსოფლიო პანდემიისა,იმ დროს,როდესაც მსოფლიო მოსახლეობა უხილავ მტერს კოვიდ-19-ს ებრძვის სახლში დარჩენით,და ჩვენც,საქართველოს მოქალაქეები, ამ გამოწვევას მოქალაქეობრივი შეგნებით ვხვდებით,ჩვენი სკოლის მოსწავლეები სახლში ყოფნის დროს ფუჭად არ კარგავენ და მასწავლებლებთან ერთად დისტანციური სწავლების რეჟიმში ქმნიან ნამუშევრებს.განსაკუთრებით კი ეფერებიან ქართულ ენას.მართალია,14 აპრილს, დედა ენის დღეს,სკოლას გრანდიოზული ღონისძიება ჰქონდა დაგეგმილი,არსებული მდგომარეობის გამო ვერ განხორციელდა,მაგრამ 142-ე საჯარო სკოლის IIIგკლასის მოსწავლეებმა პაწაწუნა ხელებით ზოგი ძველ ასომთავრულს,ზოგი ახალ თანამედროვე მხედრულ ქართულ ანბანს მოეფერა,მოაწყვეს კალიგრაფიის კონკურსი,რომელშიც საუკეთესო ნამუშევრები გამოვლინდა.კლასის დამრიგებელი ქალბატონი თეა ჯოლბორდი.მათთვის ხომ ყოველი დღე ქართული ენის სიწმინდის დაცვის დღეა,რაც გამოიხატება კლასში თუ დერეფანში მათივე შედგენილი შეცდომით დაწერილი ქართული სიტყვებისა თუ წინადადებების შესწორებით,რომელსაც ჰქვია, ვისაუბროთ და ვწეროთ მართებული ქართულით.