eTwinning-ის პროექტი-“ More About Animals "
19-05-2021, 13:41
eTwinningის პორტალზე 2020-21 სასწავლო წელს 142-ე საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეები: ნინო ოდიშვილი, ბარბარე გოგალაძე, ლიკა ნაცვლიშვილი, გიორგი ბიტარაშვილი, ნინო კოშაძე, თამთა ჯაყელი - მონაწილეობდნენ პროექტში “ More About Animals ”, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებთან ერთად.
პროექტის მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს ესწავლათ საინტერესო ფაქტები ცხოველების შესახებ, გაეცნობიერებინათ,რომ ცხოველებს ჭირდებათ დაცვა, მოვლა.გაეზარდათ ლექსიკური მარაგი და შეეძინათ ისტ-ის უნარები.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა ჩართულობა, თანამშრომლობა იყო მაღალი, განხორციელდა ბევრი სახალისო აქტივობა,. შექმნეს პოსტერები, ლოგოები, სიტყვების ღრუბელი,გააკეთეს პრეზენტაციები შინაურ ცხოველებზე wakelet. com ზე, შექმნეს გარეული ცხოველების ავატარები- voki.com ის გამოყენებით და ატვირთეს პადლეტზე. შეიქმნა ონლაინ წიგნი: “საინტერესო ფაქტები ცხოველების შესახებ“- storyjumper.com ის გამოყემებით. ერთად ითამაშეს ონლაინ თამაში, გააკეთეს ქვიზები.
MORE FACTS ABOUT ANIMALSanimals' avatarspresentation about domestic animal