ქალაქ თბილისის 142-ე საჯარო სკოლაში მრავალ ღონისძიებათაგან ტრადიციად დამკვიდრდა საქველმოქმედო აქცია - „სიკეთე გადამდებია“,რომელიც წლების განმავლობაში სკოლის თვითმმართველობის,დირექციისა და აქტიური მშობლის,პოეტ დიკა სალაყაიას ინიციატივით ტარდება.მოსწავლეები სიხარულით აგროვებენ ტანსაცმელს,საჭირო ნივთებს,სათამაშოებს,სახელმძღვანელოებს,
ტკბილეულობას,რათა გაახარონ უნარშეზღუდულთა პანსიონატების,სოციალურად შეჭირვებული ოჯახების ბავშვთა თავშესაფარების მკვიდრნი.
2020 წლის 20 თებერვალს სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა:მარიამ ხაჩიძემ,მარიამ ყაზაიშვილმა,ლიზი ხაჟალიამ,მასწავლებლებმა:მაკა ჩხიკვაძემ,ლია გაბრიელაშვილმა,მაყვალა გერმანოზაშვილმა,აქტიური მშობლის,პოეტ დიკა სალაყაიას ორგანიზატორობით გეზი აიღეს მარტყოფის უნარშეზღუდულთა პანსიონატისაკენ.
VI1 კლასის მოსწავლეებმა(დამრიგებელი- ნანა მაჩიტიძე) წერილები გაატანეს მარტყოფში წამსვლელ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს უნარშეზღუდულ ბენეფიციარებთან და თავშესაფარში მყოფ ბავშვებთან.წერილებში დიდი სიყვარული,სული და გული ჩადეს ბავშვებმა და სინანული იმის გამო,რომ თავად ვერ ახერხებდნენ მათთან წასვლას.
20 თებერვალი სიკეთის დღედ ჩაიწერა 142-ე საჯარო სკოლისა და პანსიონატის მატეანეში.ეს დღე იყო მადლის გაცემისა და შეწირვის დღე.სიკეთის გადამდები დღე,რომელიც სკოლის მოსწავლეებისა და პანსიონატის მკვიდრთა მეხსიერებაში ნათელ,დაუვიწყარ დღედ ჩაიბეჭდება.