eTwinningის პორტალზე 2020- 21 სასწავლო წელს 142-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები: ნინო გვასალია, ანა ჩუბინიძე, შორენა ბარბაქაძე, ანა ბატიაშვილი, მონიკა ქავთარაძე-ჭაავა, თათა ჯიხოშვილი მონაწილეობდნენ პროექტში- ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებთან ერთად- “we are together to create a health culture”. მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევების ფონზე, შექმნილი პანდემიის მდგომარეობის გათვალისწინებით, განხორციელდა ჯანმრთელობის თემაზე პროექტი.პროექტს ხელმძღვანელობდა ინგლისური ენის მასწავლებელი ეკატერინე ტაბატაძე.
პროექტის მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ ჯანსაღი კვების მნიშვნელობა, ესწავლათ ჰიგიენის წესები, გაეაზრებინათ, რომ ჰიგიენის წესების დაცვა, სწორი კვება, ჯანსაღად ცხოვრება არის კულტურა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა ჩართულობა, თანამშრომლობა იყო მაღალი. განხორციელდა ბევრი სახალისო აქტივობა,. შექმნეს პოსტერები, ლოგოები, სიტყვების ღრუბელი, გააფორმეს მაისურები, პირბადეები, ითამაშეს ქვიზი, გააკეთეს პრეზენტაციები ჯანსაღ ცხოვრებაზე,ჯანმრთელობის პრობლემებზე, მოგვარების გზებზე, შეიქმნა ბევრი საერთო პროდუქტი, როგორიცაა კალენდარი, საახალწლო მილოცვა, სლოგანები,გამოფენა.
https://www.youtube.com/watch?v=4BmG2dLNEXg
https://twinspace.etwinning.net/files/collabspace/2/22/022/142022/files/b57d444e6.pdf