eTwinning-ის ყოველწლიური კონფერენცია
16-11-2020, 16:13
eTwinning– ის ყოველწლიურმა კონფერენციამ თავი მოუყარა(ონლაინ) ყველაზე ბრწყინვალე და ენთუზიაზმით განწყობილ პედაგოგებს, პოლიტიკის შემქმნელებს და ექსპერტებს მთელი ევროპის მასშტაბით. გამოდინარე იქიდან, რომ 2020 წელს ითვინინგის ყურადღების ცენტრში კლიმატის ცვლილებებისა და გარემოსდაცვითი საკითხები მოექცა, კონფერენციაც აღნიშნულ თემას ეძღვნებოდა. COVID-19 პანდემიით გამოწვეული განსაკუთრებული გარემოებების გამო, კონფერენცია სრულად ონლაინ ფორმატში ჩატარდა კონფერენციის პირველი დღე ევროპული პრიზების ცერემონიალს დაეთმო, რომელსაც პირდაპირ ეთერში 600 ზე მეტი მასწავლებელი ადევნებდა თვალს. ცერემონიალის ფარგლებში 53 მასწავლებელი დაჯილდოვდა. კონფერენციაში საქართველოდან მონაწილეობდა პროგრამის მენეჯერი ხატია მატკავა და სამი პედაგოგი: ეკატერინე ტაბატაძე (სსიპ თბილისის N142 საჯარო სკოლა)კონფერენციის მეორე დღე ოფიციალურად გახსნა მარია გაბრიელმა, ევროკომისარმა ინოვაციების, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში.დასკვნითი სიტყვა გადაეცა ევროკომისიის ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმების სექტორის უფროსს მარკუს რესტერს, დოქტორმა რესტერმა მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს და შეახსენა მათ eTwinning-ის საზოგადოებაში ჩართულობის მნიშვნელობა. განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც ერთმანეთის მხარდაჭერა აუცილებლობა და პასუხისმგებლობა ხდება. ”ჩვენ რთულ პერიოდში ვცხოვრობთ, ეს არ არის ადვილი, მაგრამ eTwinning– ის წყალობით ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, იმედების მიცემა და ჩვენი საქმიანობის უწყვეტად გაგრძელება“ -აღნიშნა რესტერმა.