142-ე საჯარო სკოლა მონაწილეობს პროექტში ევროპის სკოლებთან ერთად
26-10-2021, 11:11
eTwinning-ის პორტალზე 2021 სასწავლო წელსსსიპ თბილისის 142-ე საჯარო სკოლის მეხუთე კლასის რამდენიმე მოსწავლე: ანასტასია ზურაბიშვილი,ბაბი საძაგლიშვილი,კობა ნარიმანიძე,მარია თათარაშვილი,დათო გობეჯიშვილი, ლიზი ბურჯანაძე,ლიზი ხარატიშვილი, მონაწილეობენ პროექტში „transformation to the future”ევროპის ხუთი ქვეყნის მოსწავლეებთან ერთად..პროექტს ხელმძღვანელობს ეკატერინე ტაბატაძე. პროექტი დაიწყო მიმდინარე სასწავლო წელს და გაგრძელდება სასწავლო წლის ბოლომდე, მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენსხვადასხვა სახალისო აქტივობებში, შეისწავლიან სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს, განუვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარჩვევები, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს ინგლისურში და ა.შ.
პროექტის დასაწყისში შედგა მასწავლებლების შეხვედრა გაცნობის და პროექტთან დაკავშირებული აქტივობების გაზიარების მიზნით. მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში უკვე რამდენიმე აქტივობა შეასრულეს. შექმნეს ავატარი voki.com- ის გამოყენებით, მონაწილეობა მიიღეს კოდირების კვირეულში და შექმნეს სიტყვების კოდირება. მოსწავლეებს გადაეცათსერთიფიკატები. მეხუთე კლასის მოსწავლეებმა შექმნეს პროექტის ლოგო, პოსტერი და სლოგანი canva.com -ის გამოყენებით. პროექტის გუნდის მუშაობის ამსახველ მასალას ხშიარდ გაგიზიარებთ ჩვენი ვებ გვერდის საშუალებით.