2014 წლის 19 დეკემბერს მუსიკის პედაგოგმა იზა ტყეშელაშვილმა 8/2 კლასში ჩაატარა ღონისძიება სახელწოდებით ,,მაგრამ ხომ იცით , ჩვენ აქ ვართ " მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქართული ფოლკლორი, აგრეთვე პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის საგალობელი ,, წმინდაო ღმერთო ", რომლის ფონზე ელენა კობახიძის მიერ წაკითხულ იქნა დავით გურამიშვილის ,,იესო". მოსწავლეებმა თაკო შაბურიშვილმა, ნინი ურუმაშვილმა, ანი თანდიაშვილმა, გიორგი რობაქიძემ, ლუკა გულარაშვილმა, ქეთი ქიტესაშვილმა წაიკითხეს მურმან ლებანიძის , ლევან ვასაძის ლექსები. ღონისძიებას ამშვენებდა ვაკო და საბა გოგატიშვილების, ლუკა მაჭავარიანის, ლაშა მირზიაშვილის, გიორგი რობაქიძის, ლუკა გულარაშვილის მიერ შესრულებული ქართლი ხალხური სიმღერები