2015 წლის 31 მარტს სამოქალაქო განათლების ,, მომავლის თაობა " ფარგლებში #142 საჯარო სკოლის X/ა კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს საკლასო პროექტი ,, ჩვენ ვჩუქნით ღიმილს" მოსწავლეების სურვილი იყო დახმარებოდნენ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, რომელთა საჭიროებათა კვლევისას აღმოაჩინეს, რომ ბენეფიციარებს ყველაზე მეტად სისხლი სჭირდებოდათ, სწორედ ამიტომ მათ დაგეგმეს სისხლის აგროვების აქცია, უბანში გაავრცელეს საინფორმაციო ბუკლეტები, ხოლო ახლომდებარე სკოლებში #154, #159 კი გააკრეს პლაკატები, რომლებიც მოსახლეობას სისხლის უანგარო დონაციისაკენ მოუწოდებდა. 31 მარტს სკოლის დირექციის ხელშეწყობით #142 საჯარო სკოლაში სისხლის აგროვების აქცია მოეწყო სადაც 28 ადამიანმა ჩააბარა სისიხლი. X/ა კლასის მოსწავლეებმა ლეიკემიით დაავადებული 84 ბავშვისათვის სამყოფი სისხლის აგროვება შეძლეს