ქალაქ თბილისის 142–ე საჯარო სკოლის IX/ა კლასის ინიციატივით შეიქმნა პროექტი, რომელის მიხედვითაც ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი დევიზით: „გავუხაროთ მოხუცებს გული... გავუფერადოდ მათ კიდევ ერთი დღე.“ კონცერტი ჩატარდა ქალაქ თბილისის თემქის დასახლების მეთერთმეტე მიკრორაიონის მეორე კვარტალში არსებულ მოხუცთა პანსიონატში. პროექტი ითვალისწინებდა მოხუცთა, როგორც მატერიალურ დახმარებას, ასევე მათ მორალურად გამხნევებას და ჩვენი თაობისგან თანაგრძნობას, თაობათა ურთიერთ შორის გაღრმავებას. პროექტის განხორციელებისთვის მხარდაჭერა გამოგვიცხადა ჰიპერ–მარკეტების ქსელმა „Carrefour“-მა, თბილისის „მოზარდთა სახლმა“, საპატრიარქოსთან არსებულმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „დავითიანმა“ და ჩვენი სკოლის დირექციამ. კონცერტისთვის შეირჩა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები. შევარჩიეთ ღონისძიების დევიზი. ტარდებიდა რეპეტიციები და ვემზადებით მოხუცებთან გულმხურვალე შეხვედრისათვის.