2015 წლის 29 მაისი 142-ე საჯაროსკოლის მოსწავლეების საქმიანი ჟრიამულით დაიწყო.მოლოდინის სიხარული, ღელვა და სასიამოვნო შეგრძნება ავსებდა სკოლის კედლებს. და მართლაც, ამ დღეს სტუმრების მოლოდინში დაათენდათ პატარებს. 142-ე სკოლაში 29 მაისს გოგლა ლეონიძის დღეა! ,, დღეს ჩვენი დღეა! " ამ სიტყვებით ეგებებოდნენ სტუმრებს სკოლის დირექტორი ქალბატონი შორენა ცნობილაძე, პედაგოგები და მოსწავლეები. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ქ-ნი ლეილა საურის ხელმძღვანელობით ლიტერატურულმა სალონმა კიდევ ერთი ბრწყინვალე დღე აჩუქა სკოლას. VIII/2, VIII/3 VIII/4 V/2 კლასის მოსწავლეებთან მათ კლასისი ხელმშღვანელებთან (მაია ხოჭოლავა, ინგა ფირანიშვილი და ნათელა სიხარულიძე) ერთად პედაგოგმა ლელა საურმა გოგლა ლეონიძის 116-ე საიუბილეო წელი აღნიშნა ცოდნის ტაძარში პროექტი, რომელშის 60 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას , ძალიან წარმატებული და სასიამოვნო სანახავი აღმოჩნდა მნახველისათვის. პროექტს წინ უძღოდა აქტივობა -ექსკურსია პატარძეულში, რის შემდეგაც შეიქმნა არაჩვეულებრივი სტენდი. მნახველის თვალს ხიბლავდა ნატვრის ხე, რომელიც პედაგოგ ნანა ზარქუას გაფომერმებით შესრულდა. ცას კიბე აკლია, ზღვას -ხიდი, ადამიანს სამართალი"- გიორგილეონიძის ეს სიტყვები ამშვენებდა კედელს. სწორედ აღნიშნული ფრაზა იყო თეატრალიზებული ღონისძიების სახელწოდებაც. 29 მაისს 142-ე სკოლაში ციციკორე ბაქრაძის (,,ნატვრის ხის " ერთ-ერთი პერსონაჟის ) სასამართლო ეწყობოდა. და აი, გამოჩნდნენ საპატიო სტუმრები: ბატონი ჯემალ ღაღანიძე, ბატონი ზაზა კოლელიშვილი და გიორგი ლეონიძის შვილიშვილები. პატარების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მათმა სიხარულმა სპექტაკლში გაათმაგებულად იჩინა თავი. გასაოცარი იყო ფუფალა ( ელენე კობახიძე) იორამი (სანდრო გაგიშვილი), მღვდელი ოხროხინე (ლუკა გულარაშვილი), ნარგიზა ( მილენა უზოიანი), ქორია ( ვანო პაქსაშვილი), გაულაწუნე და მისი ბებია ( შოთა ჩოხელი და ანი ჭანკოტაძე), ნინორე ( თამარ თუმანიშვილი), ბორის წიფურიას როლს განასახიერებდა ლუკა კვინიკაძე, მოსამართლეები ( გიორგი რობაქიძე, მარიამ რუბაშვილი). მოსწავლეთა ნიჭიერებამ პროფესიონალი ვარსკვლავი მსახიობებიც კი აღაფრთოვანა არ წყდებოდა მაყურებლის ტაში და ოვაციები, მართლაც საოცარია, თითქოს გოგლას სული დასტრიალებდა ყველას და უხილავი ,ულევი ძალით ავსებდა მათ. მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები პედაგოგების : მაია მარშანიასა და ნანა ზარქუას ხელმძღვანელობით. დაუვიწყარი იყო სკოლა იმ დღეს. ყველაფერი დამთავრდა საინტერესოდ. მოსწავლეები გაესაუბრნენ მსახიობებსა და გოგლას შვილიშვილებს. დამსწრე საზოგადოებამ მადლობა გადაუხადეს ღონისძირბის ორგანიზატორს ლელა საურს ასეთი საინტერესო დღისათვის. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და ღონისძიება ფირზე აღბეჭდეს.