ქალაქ თბილის 142-ე საჯარო სკოლის ლიტერატურული სალონი ჭეშმარიტ ხელოვანთა ძიებაშია. მათთან ურთიერთობის წადილში უამრავი საქველმოქმედო პროექტი თუ აქცია ტარდება, უამრავი ღონისძიება. ამჯერად ლიტერატურულ სალონის წევრებმა, რომელსაც 7/2 კლასი წარმოადგენდა სულიერი თვალით მაყურებელ , უსინათლო საზოგადოების პოეტებს უმასპინძლეს ღონისძიებით ,,შუქი სულისა“. 7/2 კლასისი მოსწავლეებმა ბევრი იმუშავეს ლექსების გამომეტყველებით კითხვაში, ამ საქმეში ეხმარებიდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაყვალა გერმანოზაშვილი. ღონისძიების განხორციელებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის კლასის დამრიგებელს- ნინო ჯიქიძეს. მოსწავლეებს მეგზურობას უწევდნენ 11 კლაისი მოსწავლეები : გურანდა ლაზარაშვილი და გურანდა გოგოლაძე, რომლებმაც ღონისძიების წამყვანობა ითავეს. 7/2 კლსის მოსწავლეებმა ლექსებთან ერთად მსმენელებს ამირან ღაღანიძის ლექსზე შექმნილი სიმღერაც შეასრულეს. მუსიკის ავტორი გახლდათ მუსიკის პედაგოგი იზოლდა ტყეშელაშვილი. ასეთი თბილის სიტყვები მიუძღვნა ლია გვიჩიამ ( კათედრის წევრმა) მაყვალა გერმანოზაშცილს:
,,დღეს , უბედნიერესი დღეა თბილისის 142-ე საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეთათვის. სკოლის ამაგდარმა პედაგოგმა-მაყვალა გერმანოზაშვილმა მე-7-მე-11 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით,მოაწყო პოეზიის დაუვიწყარი საღამო უსინათლოთა სახლში. ბავშვებმა საოცარი პოეტური შთაგონებით წაიკითხეს 5 უსინათლო შემოქმედის არაერთი ბრწყინვალე ლექსი,ამ ლექსთაგან ერთ-ერთი სიმღერად შეასრულეს.საღამოს არაჩვეულებრივი დატვირთვა შესძინა უსინათლო მომღერალთა უნიჭიერესმა გუნდმა.ეს იყო სულიერი ამაღლების, განწმენდის, სიყვარულის ჭეშმარიტი დღესასწაული. ასე რომ, მეგობრებო, თუ გსურთ, ძალუმად შეიგრძნოთ პოეზიის ღვთაებრივი მადლი, ,განიცადოთ უფალთან სიახლოვის სანეტარო სიტკბო, ეწვიეთ უსინათლოთა სახლს, გაეცანით მათს პოეტურ მარგალიტებს, დატკბით მათი სიმღერით, ანგელოზთა ტკბილხმოვანებას რომ მოგვაგონებს. მადლობა მაყვალა გერმანოზაშვილს, ჩემს უნიჭიერეს კოლეგას,შეუდარებელ პროფესიონალს, ჩვენი სკოლის საამაყო მოსწავლეებს ,მათს დამრიგებელს,ნინო ჯიქიძეს, მუსიკის მასწავლებელს-იზა ტყეშელაშვილს, უსინათლოთა საზოგადოების თითოეულ უკეთილშობილეს წევრს, პოეტ ქეთი დოლიძეს, პოეტ თამარ გაბროშვილს დღევანდელი ღვთაებრივი საღამოს მოძღვნისათვის.და რაც, მთავარია, მადლობა უფალს ყველა იმ ბედნიერი წამისათვის,რომელიც დღეს მაჩუქა. უფალო,გვიმრავლე,სათნოების დღეები!!!"