27-04-2016, 11:45
21 აპრილი მნიშვნელოვანი დღე იყო ქ.თბილისის 142-ე საჯარო სკოლაში. ამ დღეს გაიხსნა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული. კვირეული საზეიმო ვითარებაში გახსნა სკოლის დირექტორმა ქ-მა შ. ცნობილაძემ, მიულოცა აუდიტორიას 14 აპრილი. მოსწავლეებმა წარმოადგინეს კედელზე ცარცით შესრულებული სიმბოლური ნახატები, სურათები, რომლებიც ასახავდა სხვადასხვა წლებში ენის ისტორიის განვითრების ეპიზოდებს.
ინფორმაცია, რომელიც კედელზე განთავსდა, მნიშვნელოვან ცოდნას მატებდა დამთვალიერებელს. ქართულის კათედრის ხელმძღვანელი ლია ვაჩეიშვილი მოსწავლეებს ესაუბრა ენის როლსა და მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში, შემდეგ კი ქართულის მასწავლებლის, ლეილა საურის მოსწავლეებმა გააკეთეს სტენდის მოკლე პრეზენტაცია, წაიკითხეს მხატვრულად ლექსები, ღონისძიება გაალამაზა მეცხრე კლასების მიერ დადგმულმა სკეჩმა, რომლის მთავარი აზრი იყო ის, რომ ქართველებმა უნდა დაიცვან ქართული ენის სიწმინდე. მეცხრეკლასელებს შეუერთდნენ მეექვსეკლასელი მოსწავლეები თავიანთი ლექსებით. თეატრალიზებულმა სცენამ ღონისძიება საინტერესო და სახალისო გახადა.
ამრიგად, კიდევ ერთი ლამაზი დღე შეემატა 142-ე სკოლის ისტორიას.
ქალაქ თბილისის 142-ე საჯარო
სკოლის ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებელი
ლეილა საური