“გმირი თუნდ ქვაში ცოცხლობდეს, სოფელი მაინც მხნედ არის“
27-04-2016, 15:53
ქართული ენის კვირეულთან დაკავშირებით 142-ე საჯარო სკოლაში 2016 წლის 26 აპრილს ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი-პროექტი ქართული ენის პედაგოგის ლეილა ჟამიერაშვილისა და ხელოვნების პედაგოგის ეკატერინე გუდაძის ხელმძღვანელობით VII3 კლასში.
გაკვეთილის თემა იყო ქართველი მოქანდაკის მერაბ ბერძენიშვილის შემოქმედება,კერძოდ მისი მონუმენტური სკულმპტურები. სახელწოდებაც ამის მიხედვით შეირჩა: “გმირი თუნდ ქვაში ცოცხლობდეს, სოფელი მაინც მხნედ არის!“
მოსწავლეებმა ისაუბრეს შემოქმედის მოღვაწეობაზე, წაიკითხეს მისი შეხედულება ხელოვნებაზე, მისი მოგონებები, წარმოდგინეს პრეზენტაციები მის ნამუშევრებზე სლაიდების თანხლებით, თითოეულ პრეზენტაციას თან ახლდა სათანადო ნიმუშების მხატვრული კითხვა. წაიკითხეს აკაკი წერეთლის, ლადო ასათიანის, მურმან ლებანიძის, მუხრან მაჭავარიანის, შოთა ნიშნიანიძის ლექსები.
მოამზადეს სტენდი მოქანდაკის ნამუშევრებით, ექსკურსიის ფოტოსურატებით „მერაბ ბერძენიშვილის ნაკვალევზე“. ასევე მოსწავლის მიერ დახატული მოქანდაკის პორტრეტი. შესრულდა სიმღერები ხალხური საკრავების თანხლებით.
გაკვეთილმა აჩვენა მჭიდრო ურთიერთკავშირი ხელოვნებას, პოეზიას, ისტორიასა და მუსიკას შორის.
გაკვეთილს ესწრებოდნენ დირექტორის მოადგილე ქ-ნი დოდო გოგოლაძე,მერაბ ბერძენიშვილის ახლო ნათესავი, პედაგოგები.