2016 წლის 26 აპრილს 142-ე საჯარო სკოლაში დაწყებით (I-IV) კლასებში ჩატარდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული. კვირეულის ფარგლებში გაიმართა მხატვრული კითხვის კონკურსი და გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ამავე დღეს მოეწყო გოგებაშვილის ნაწარმოების მიხედვით შესრულებული სიუჟეტური ნახატების გამოფენა. ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექცია, პედაგოგები. კიდევ ერთი ლამაზი დღე შეემატა 142-ე სკოლის ისტორიას.