2016 წლის 21 აპრილს ქალბატონმა ნაზი ბეჟანიშვილმა ჩაატარა ღია გაკვეთილი IX1 კლასში საქართველოს გეოგრაფიაში თემაზე ”იქნებ ვაზია სამშობლო“ . ცნობილია, რომ საქართველო ვაზისა და ღვინის კლასიკური ქვეყანაა, რომ საქართველოში მსოფლიოში ცნობილი ვაზის 4000 ჯიშიდან საქართველოში 500-ზე მეტი ჯიშია გავრცელებული. ---ჩვენი გაკვეთილის მიზანი იყო გავცნობოდით ვაზის ისტორიას, საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშებს და ღვინის მწარმოებელ კომპანია „-ბადაგონს“-. ამ უკანასკნელზე და მის მიღწევებზე სრული წარმოდგენისათის მოვიწვიეთ კომპანია ბადაგონის გენერალური დირექტორის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობათა მენეჯერი ქ-ნი მარიამ გიორგაძე. გამოვიყენეთ როგორც დამატებითი სახელმძღვანელოები და საინფორმაციო საშუალებები, ისე მოპოვებული მასალები. ამ გაკვეთილმა ბევრი ინფორმაცია მოგვაწოდა ვაზის ჯიშების შესახებ. ასევე კომპანია ბადაგონზე მივიღეთ სრული ინფორმაცია მისი წარმატებებისა და ალავერდის მარნის შესახებ. ასე რომ ამ გაკვეთილით გავედით შედეგზე.
142-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი: ნაზი ბეჟანიშვილი