ა/წლის 17 მაისს, 142-ე საჯარო სკოლის I /2 და I/4 კლასებში ჩატარდა ღონისძიება ანბანის გაცილებასთან დაკავშრებით. I /2 კლასმა დადგა ინსცენირება „იავნანამ რა ჰქმნა“. ბავშვებმა წარმოადგინეს ი.გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით დადგმული პატარა სცენარები. მხატვრულად წაიკითხეს სხვადსხვა პოეტების ლექსები მიძღვნილი დედაენისადმი, შეასრულეს სიმღერები და ქართული-ხალხური ცეკვები. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრები საკრებულოდან, სკოლის დირექცია, პედაგოგები და მშობლები. ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა.