რამდენიმე დღის წინ, თბილისის 142-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიება ჩაატარა გეოგრაფიის მასწავლებელმა ქ-ნმა მაკა ჩხიკვაძემ. მონაწილეობას იღებდნენ მე-6/2 კლასის (მაკა ჩხიკვაძის სადამრიგებლო კლასის ) მოსწავლეები. მოსწავლეებმა ღონისძიების სახით გააცოცხლეს და დამსწრე საზოგადოებს გაახსენეს 25 წლის წინ მომხდარი, ქვეყნის გარდატეხის მოვლენები და მათი მიმდინარეობა დღემდე. საღამოს ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენელი ქ-ნი დოდო გოგოლაძე, სხვადასხვა საგნის მასწავლებლები და მშობლები, მათი აღფრთოვანება გამოიწვია მოსწავლეების ორატორობამ, შესანიშნავად გათავისებულმა ამ დღის შინაარსმა. თითოეულმა სტუმარმა თავის სიტყვაში ემოციურად გამოხატა ეს დამოკიდებულება და მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორს და მოსწავლეებს.