2014 წლის აპრილის თვეში III/4 კლასში დაწყებითი კლასისი პედაგოგმა ნინო შოვნაძემ ჩაატარა გაკვეთილი პროექტი გალაქტიონ ტაბიძის შემოქმედებასთან დაკავშირებით, სახელწოდებით “ღამისა და მთვარის მომღერალი”. ამ პროექტის მეშვეობით მოსწავლეები გაეცნენ გალაქტიონის შემოქმედებას და მოღვაწეობას, გაიმდიდრეს ცოდნა მის ბიოგრაფიაზე, გაიგეს რითი განსხვავდება პოეზია ჩვეულებრივი მეტყველებისაგან, გაიაზრეს რა კვალი დატოვა გალაქტიონის პოეზიამ ქართველი ხალხის მეხსიერებაში და რა იდეალები შთააგონა მომავალ თაობებს.გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექცია და პედაგოგები.