თბილისის 142ე საჯარო სკოლის პედკოლექტივმა სკოლის დირექტორ ქალბატონ შორენა ცნობილაძესთან ერთად სასაწავლო წლის დასრულება ლამაზად და შინაარსიანად აღნიშნა. 2 ივლისს იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე მარშრუტით ახალციხის რაბათი, საფარა, მწვანე მონასტერი. დღე დატვირთული აღმოჩნდა დიდი ემოციებით. თავდაპირველად მოინახულეს რაბათი მძლავრი ციხესიმაგრე, რომლის ზღუდის მაღალი კედლები მდინარე ფოცხოვის ნაპირზე ამოზიდულ მთის წვერზე მდებარეობს. კომპლექსი ХIV- XVII საუკუნეებში სამცხის ათაბაგ ჯაყელთა რეზიდენციად რჩებოდა, ოსმალთა ხელში გადასვლის შემდეგ ახალციხის საფაშოს ცენტრს წარმოადგენდა. პედაგოგებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. შემდეგი მარშრუტი საფარაა, სადაც შემორჩენილია ბუნების ხელუხლებელი მშვენიერება და საოცარი სიწმინდე. სამონასტრო კომპლექსი მაღალი მთის ტერასაზე ტყით დაბურულ ვიწრო ხეობაშია განლაგებული. დაარსებულია Х საუკუნეში, XIII-XIV საუკუნეებში სამცხის ათაბაგებმა ჯაყელებმა საფარა თავის რეზიდენციად აქციეს და საგვარეულო საძვალედ. საოცარი მადლის მიღების შემდეგ კიდევ დიდი სილამაზე ელოდათ ჩვენს პედაგოგებს. ჩითახევის წმინდა გიორგის სახელობის მწვანე მონასტერი, რომელიც დაარსებულია IX საუკუნეში. XVI საუკუნეში შაჰ–თამაზის შემოსევების დროს მონასტერი დაურბევიათ, ბერები უწამებიათ და მათი წმინდა სისხლი დღემდე შემორჩენილია მადლიან ქვებზე. პედაგოგები საოცარი ძალით აღვსილები დაბრუნდნენ თბილისში.