მანდატურების საქველმოქმედო აქციები გრძელდება
29-10-2011, 14:46
მანდატურებსა და გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს კონოთეატრმა ამირანმა უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა მხატვრული ფილმი „სამი მუშკეტერი“ იხილეს. მანდატურებმა ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
მანდატურებმა და გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა მთელი დღღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი და კულტურული ადგილები მოინახულეს.
მანდატურების თქმით, ასეთ აქციებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი სურვილია, თავადაც შეიტანონ გარკვეული წვლილი ბავშვების სწორად აღზრდაში.
მანდატურის სამსახური მომავალშიც გაარძელებს საქველმოქმედო აქციებს. ისინი ზრუნავენ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლების და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხოებაზე. მანდატურების საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სასარგებლო აქციაში და საზოგადოებას თავად განუმარტონ მანდატურის სამსახურის მუშაობის პრინციპები.
მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.
უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.