13 ოქტომბერი N 142 საჯარო სკოლის I კლასებში გამორჩეული დღე იყო. ანბანთან შეხვედრის დღე - პირველი საანბანო გაკვეთილი. პირველი ასო-ბგერების გაცნობა, პირველი სიტყვისა და პირველი წინადადებების წაკითხვა, პირველი ასოების დაწერა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები დედაენაზე, იაზე. მოისმინეს სიმღერა „შენ მშობლიურო ანბანო“. ანბანის შესწავლის დაწყება პატარებს მიულოცა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა შორენა ცნობილაძემ. ეს დღე დაუვიწყარი იქნება ჩვენი პატარებისათვის.