„დედავ, სიცოცხლის ტკბილო საწყისო!“ 2 მარტს, თბილისის 142-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „დედავ სიცოცხლის ტკბილო საწყისო“ გეოგრაფიის პედაგოგმა ქ-მა მაკა ჩხიკვაძემ ჩაატარა ღონისძიება, მონაწილეობას კი მე-7/2 კლასისის (სადამრიგებლო) მოსწავლეები იღებდნენ. მონაწილეებმა ღონისძიების საშუალებით მადლობა გადაუხადეს დედებს, მათ მიმართ გაღებული უანგარო სითბოსა და სიყვარულისთვის. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ქ-ნი შორენა ცნობილაძე, სასწავლო ნაწილი ქ-ნი ბელა ჩიტია, პედაგოგები და მშობლები. მათი აღფრთოვანება გამოიწვია მოსწავლეების ორატორობამ. თითოეულმა სტუმარმა თავის სიტყვაში ემოციურად გამოხატა ეს დამოკიდებულება და მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორს, მოსწავლეებსა და მშობლებს ამ თბილი და მოკრძალებული ღონისძიებისათვის.