13 მარტს სსიპ ქალქ თბილისის N 142 საჯარო სკოლაში ფასილიტატორებმა მასწავლებლებს გააცნეს ცვლილებები რომელიც განხორციელდა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში. შეიცვალა პრაქტიკოსი, წამყვანი, უფროსი და მენტორი მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის გზები. სქემა აღარ მოიცავს კარიერის შეწყვეტისა და შეჩერების ნაწილს და მასწავლებლებს ალტერნატიულ გზებს სთავაზობს წინსვლისთვის. მასწავლებლებს მარტივი ენით აუხსნეს გზა, რომელიც სქემაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ პრაქტიკოსმა, უფროსმა, წამყვანმა მასწავლებელმა უნდა გაიაროს. რა დამატებითი თუ სავალდებულო აქტივობების შესრულება მოუწევთ მასწავლებლებს სტატუსის შესანარჩუნებლად ან მოსაპოვებლად. როგორ გაიზარდა დამატებითი აქტივობების წილი, როგორ მოხდება კრედიტქულების დაგროვება.