''ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი''
30-05-2017, 10:50
ქალაქ თბილისის 142-ე საჯარო სკოლაში 16 მაისს უჩვეულო დღე იყო, როგორც მოსწავლეებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისათვის, ასევე მოწვეული სტუმრებისათვის. ლიტერატურული სალონის აქტიურმა წევრებმა, ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა[, დამრიგებელი ნაზი ბეჟანიშვილი,] ჩაატარეს ღონისძიება; ''ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი'' ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მაყვალა გერმანოზაშვილის ხელმძღვანელობით. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსი ''ქართული ენა'' და წარმოადგინეს მხატვრული ინსცენირება '' თავისივე პედაგოგის მხატვრული ჩანახატი;''ესეც ხვედრია უფლისაგან დაწესებული''. შემდეგ მხატვრულად, გამომეტყველებით წაიკითხეს მოწვეული სტუმრის, პოეტისა და აკადემიკოსის-რაულ მამალაძის ლექსები. ლექსების გარდა მოსწავლეებმა რაულ მამალაძის ლექსებზე;''ღმერთო'' და ჰიმნი საქართველოს'', მაყვალა გერმანოზაშვილის ''ყაყაჩო'' პოეტ ლიზი ბუდაღაშვილის ''სოსანი'' მუსიკის მასწავლებლის -იზა ტყეშელაშვილის შექმნილ მელოდიებზე აამღერეს სიმღერები. რამაც უფრო შთამბეჭდავი გახადა ღონისძიება. ამ დღეს გარდა ბატონ რაულ მამალაძისა, მოწვეულნი იყვნენ პოეტი, ქალბატონი თამარ გაბროშვილი, ჩვენი სკოლის ყოფილი დირექტორი, ბატონი სოსო ლაგვილავა, ჩვენი სკოლის ყოფილი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი- ქალბატონი ნარგული ფირცხალაიშვილი. სტუმრები ესაუბრნენ მოსწავლეებს, შეაფასეს წარმოდგენილი ღონისძიება და უსურვეს მრავალი წარმატება. სტუმართა საუბარი მოსწავლეებისა და დამსწრე საზოგადოებისათვის დაუვიწყარი საუკუნო საგზალი და სტიმულის მიმცემი იქნება მომავალი შემოქმედებითი წარმატებებისათვის. ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა- ქალბატონმა შორენა ცნობილაძემ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაწეული მუშაოსათვის და დააჯილდოვა დიპლომებით. ასევე სტუმრებს გადასცა სამახსოვრო საჩუქრები. ეს დღე დაუვიწყარი იქნება, როგორც მონაწილეებისათვის, ასევე სტუმრებისა და დამსწრე საზოგადოებისათვის