ქალაქ თბილისის 142-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა ეტალონის ნახევარფინალურ ტურში. (გლდანი-ნაძალადევის რაიონი). გამოვლინდა ჩვენი 2 გამარჯვებული. რომელთაგან I ადგილი ყველაზე სწრაფ მოსწავლეებში წილად ხვდა მე-8 კლასის მოსწავლე გიორგი გველესიანს, ხოლო ეტალონის გამარჯვებული გახდა X კლასის მოსწავლე გიორგი რობაქიძე, რომელიც მიდის ბათუმში ფინალურ ტურში მონაწილეობის მისაღებად. ვულოცავთ, მათ ფინალში გადასვლას და ვუსურვებთ წარმატებას.