2017 წლის 29 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით 142-ე საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება. I/1 კლასის მოსწავლეებმა, ხელმძღვანელი: გულიკო ჯაფარიძე წარმოადგინეს მიუზიკლი „ყვავილების მეჯლისი“, ხოლო I/2, I/3, I/4, I/5 კლასის ხელმძღვანელების: მარინა მეტრეველის, ნანა ჩაჩუას, ნათია თვალიაშვილის და სოფიო ჩუბინიძის მოსწავლეებმა წარმოადგინეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით დადგმული სცენარები, მხატვრულად წაიკითხეს სხვადასხვა პოეტების ლექსები მიძღვნილი დედაენისადმი. შეასრულეს სიმღერები. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, პედაგოგები და მშობლები. ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა. მოწვეულმა სტუმრებმა ბავშვებს წარმატებები უსურვეს ცხოვრების რთულ და საინტერესო გზაზე.