ოქტომბრის პირველი კვირა 142-ე საჯარო სკოლის ყველა პირველ კლასში გამორჩეულად ლამაზი და ორიგინალური იყო . ამ დღეს პატარები დიდი სიხარულით ელოდნენ. შეაჯამეს წინასაანბანო პერიოდში შესწავლილი მასალა და უმასპინძლეს ანბანს. ქართული ანბანი ბავშვებმა ლექსებით შეამკეს.სკოლის დირექტორმა ქალბატონმა შორენა ცნობილაძემ პატარებს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა ცოდნის ჯადოსნურ სამყაროში.