წარმატებით ჩაიარა ქალაქ თბილისის 142-ე საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების 177-ე და გარდაცვალების 105-ე წლისთავისადმი მიძღვნილმა კვირეულმა დევიზით: „ახალი საქართველო მოქცეულ უნდა იყოს წინ, ევროპისაკენ!“ - იაკობ გოგებაშვილი. ამ ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, რომელთა ნამუშევრებში გარკვევით დაფიქსირდა საკონკურსო პირობებით გათვალისწინებული ყველა აქტივობა.