სასწავლო-სააღმზრდელო მუშაობა
28-11-2017, 15:23
ა.წ. 27 ოქტომბერს 142-ე საჯარო სკოლის IV/2 კლასის მოსწავლეები „აბრეშუმის მუზეუმში“ იყვნენ.
მუზეუმში წასვლა ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა, პატარები დიდი ყურადღებით ათვალიერებდნენ ექსპონატებს,ეცნობოდნენ საინფორმაციო მასალებს. პატარების ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო აბრეშუმის ძაფის წარმოების დაზგამ. სახლის პირობებში აბრეშუმის ქსოვილის დამზადებამ, საილუსტრაციოდ წარმოდგენილმა ქსოვილთა მრავალსახეობამ, მოსწავლეებში აამაღლა აბრეშუმის წარმოების შესწავლის მიმართ მოტივაცია.
ბავშვებმა ადგილზევე შეასრულეს მუზეუმის თანამშრომელთა მიერ მითითებული სახალისო აქტივობები (მწერის სასიცოცხლე ციკლის ეტაპებად დაყოფა).
ამრიგად მინი ექსკურსია სასიამოვნო და ნაყოფიერი იყო მოსწავლეთა ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებისათვის.