7-12-2017, 13:38
2017 წლის შემოდგომას ფერად ფოთლებთან ერთად ჩვენი პატარებიც ამშვენებდნენ. ლაღი,მხიარული, სიცოცხლითა და სიყვარულით აღსავსე 4/2 კლასის მოსწავლეები ბეღურებივით შეესივნენ ბაბუა კოტეს ეზოს.დიახ, მათ ნაილი მასწავლებლის წინამძღოლობით ქალაქში ჩამოსული შემოდგომა სოფელში დააბრუნეს. “შემოდგომა ბაბუა კოტესი“ - გურამ რჩეულიშვილის მოთხრობის მიხედვით, სწორედ ასე უწოდეს პატარებმა 2017 წლის 28 ნოემბერს ჩატარებულ ღონისძიებას და მართლაც, ნამდვილი შემოდგომა იყო, თავისი თათარითა და თუ ფელამუშით, ჩურჩხელითა თუ ჩირჩხელებით, კვახებითა თუ ტყლაპებით.....დაე, უხვი, ბარაქა, მდიდარი, ლამაზი, ტრადიციებით დათოვლილი არც შემოდგომა და არც წელიწადის არც ერთი დრო არ მოჰკლებოდეთ მათ, ჩვენს მომავალს, რომელსაც იმედის თვალით შეჰყურებს მთელი საქართველო.