წლის 14 დეკემბერს , 142 საჯარო სკოლის 9/2 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული პროექტ-გაკვეთილი თემაზე: 1918-21 წლების საქართველოს ისტორიულ ანალიტიკური და კულტურული ვითარება. პროექტ-გალვეთილს სათაურად შერჩეული ჰქონდა ქათველი საზოგადო მოღვაწის და ემიგრანტის ივანე ზურაბისვილის სიტყვები: "ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე". გაკვეთილი ჩაატარეს ქართლი ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლელა საურმა და ისტორიის პედაგოგმა მზია მჭედლიშვილმა. მოსწავლეებმა წარმოადგჰინეს მასალები ეროვნული გმირებისა და დიდი ქართველების: ექვთიმე თაყაიშვილის, კონსტანტინე აფხაზის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ამბროსი ხელაიას, გიორგი კვინიტაძის, გიორგი მაზნიაშვილისა და ზვიად გამსახურდიას შესახებ. იმსჯელეს საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებისა და დაკარგვის ისტორიულ ეპიზოდებზე. წარმოადგინეს შესაბამისი ისტორიული მომენტებისა და ეროვნული მოღვაწეების ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალები, წაიკითხეს ქართელი პოეტების ლექსები, აჩვენეს ლევილის ქართველთა სასაფლაოს ამსახველი პრეზენტაცია. პროექტს უწყოდა შემდები აქტივობები: ექსკურსია ხელოვნებისა და ოკუპაციის მუზეომებში. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მონახულება, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გადარჩენილი ქართული საგანძირუს დათვარიელება და ფოტო სტენდის მოწყობა. ღონისძიება წარიმართა საინტერესოდ და დაიმსახურა დამსწრე პედაგოგების და სტუმრების მოწონება. მოსწავლეებმა იმუშავეს დაოუკიდებლად, გაეცნენ უამრავ მასალას, გაიღრმავეს ცოდნა და გაუზიარეს ერთმანეთს. ღონისძიებაში იყო ჩართული კლასის ყველა მოსწავლე.