ოლიმპიადა „ევერესტის“ გამარჯვებულები
16-02-2018, 15:33
ქ.თბილისის 142-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს შემოდგომა-ზამთრის სეზონის (ოქტომბერი-დეკემბერი) სასკოლო მათემატიკურ ოლიმპიადა „ევერესტში“ რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ საქართველოში. აღნიშნული ოლიმპიადა მიზნად ისახავს მოზარდებში განათლების დონის ამაღლებას, სწავლის მოტივაციის გაზრდას.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით გაიარეს აღნიშნული ოლიმპიადის ყველა ტური და დაჯილდოვდნენ სიგელებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია II/გ კლასის მოსწავლე ქეთევან ჭანტურია (დამრიგებელი ნანა ჩაჩუა), რომელიც ოქროს სიგელით დაჯილდოვდა, III/ა კლასის მოსწავლე ლაშა მჭედლიშვილი (დამრიგებელი ნაირა გერმისაშვილი) დაჯილდოვდა ასევე ოქროს სიგელით, IV/დ კლასის მოსწავლე ლიზი ძაგანაშვილი ( დამრიგებელი მაია ლაბუჩიძე), დაჯილდოვდა ვერცხლის სიგელით.
კვლავ მრავალი წარმატება ვუსურვოთ ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს.