13-04-2018, 11:14
ა/წ 11 აპრილს ქ.თბილისის 142-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა პედაგოგი ქალბატონი მაკა ჩხიკვაძე.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო 142-ე საჯარო სკოლის VIII,IX,X,XI კლასის 39-მა მოსწავლემ. 50 ქულაზე მეტი დააგროვა 90%-ზე მეტმა, ათმა მოსწავლემ კი მიიღო 80 ქულაზე მეტი.
მსგავსი სახის ჩემპიონატები ხელს უწყობს მოსწავლეებში სხარტი აზროვნების განვითარებას, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების სრულად გამოვლენას, იძლევა გამოცდილებას და მიღებული ცოდნის განმტკიცების შესაძლებლობას.
მოსწავლეები ხალისით, აქტიურად ერთვებიან მსგავსი ტიპის ღონისძიებებში.