ქალაქ თბილისის 142 საჯარო სკოლის IX/1 კლასის მოსწავლეებმა მუსიკის მასწავლებლის მაია აზმაიფარაშვილის ხელმშღვანელობით, მოაწყვეს პოეზიის საღამო. საღამო მიეძღვნა ამავე სკოლის მასწავლებელს როლანდ ქებურიას, ბავშვებმა წაიკითხეს მისი ლექსები. საღამო დატვირთული იყო ემოციებით. გამოიკვეთა თემა ,, აფხაზეთს ნოსტალგია". ამავე სკოლის მასწაავლებლებმა მაია აზმაიფარაშვილმა და ნანა ზარქუამ ააჟღერეს როლანდ ქებურიას ტექსტზე შექმნილი სიმღერები. IX კლასის მოსწავლემ ანდრო დოლინსკიმ წაიკითხა საკუთარი ლექსი. საღამო წარიმართა ამაღლებული სულისკვეთებით, თვალზე შეუმშრალი ცრემლით, იმ იმედითა და რწმენით, რომ ნოსტალგიას მალე აფხაზეთში დაბრუნებული ქართველების სიხარული შეცვლის.