7-06-2018, 13:01
შთამბეჭდავი ღონისძიება ჩაატარეს ამა წლის 30 მაისს VII/2 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან ერთობლივი მონდომებით-„მე მიყვარს საქართველო“. სათაურიდან და ღონისძიებიდან გამომდინარე მასწავლებლის, ნაზი ბეჟანიშვილის სიტყვიდან და მოსწავლეთა მიერ ლექსებისა და ისტორიული მონაკვეთების გულანთებულ წაკითხვაში გამოიკვეთა მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთება.
ღონისძიება მრავალმხრივი და უმნიშვნელოვანესი იყო, როგორც მეშვიდეკლასელთათვის, ასევე მაყურებლებისათის. დღეს, როგორც არასდროს, ასეთი ღონისძიებები მეტად აუცილებელია, რათა არ დაიკარგოს ზნეობრივი ღირებულებები, რომლებმაც დღემდე შეგვინარჩუნა ქართველ ერს თვითმყოფადი სახე, რომლითაც მსოფლიო განვითარებულ ქვეყნებს შორის საუკუნეების მანძილზე ჩვენც ჩვენი წვლილი შევიტანეთ კაცობრიობის კულტურის განვითერებაში.
ღონისძიებაში აისახა საგანთა ინტეგრაცია: ქართული,ისტორია,გეოგრაფია,მუსიკა, ხელოვნება ჰარმონიულად იყო შერწყმული ერთმანეთთან.
როგორც ყოველთვის, ქალბატონი ნაზის მიერ ჩატარებული კლასის საათები თუ ღონისძიებები გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, მოსწავლეთა გულითადი სიყვარულით, საქმისადმი პასუხისმგებლობითა და შემოქმედებითი მიდგომით, რაც სასიკეთოდ აისახება ხოლმე მოსწავლეთა ქცევებსა და მათი მოქალაქეობრივი სახის ჩამოყალიბებაში.
მადლობა ქალბატონ ნაზი ბეჟანიშვილს თავდაუზოგავი პედაგოგიური ღვაწლისათვის!
ვუსურვებთ მრავალი ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიების ჩატარებას, წარმატებებს პირად და პედაგოგიურ საქმიანობაში!
თბილისის 142-ე საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
მაყვალა გერმანოზაშვილი