აი, დასრულდა კიდევ ერთი ოთხი წელი, კიდევ ერთი გამოშვება. თვალხატულა, საყვარელ გოგო-ბიჭებთან დამშვიდობების დღე. მათი მორიგ საფეხურზე გაშვება ღონისძიების გარეშე შეიძლებოდა? ამიტომაც მიზნად დავისახე მათთვის კიდევ ერთი დასამახსოვრებელი დღე ხელიდან არ გამეშვა და შევარჩიე თემა: „ოთხი წელი სკოლაში“. მართლაც შთამბეჭდავი, ემოციური, სევდაშეპარული და ამავ დროულად ხალისიანი გამოვიდა არა მარტო მოსწავლეებისათვის,არამედ მათ მშობლებისთვისაც,კიდევ ერთხელ მივეფერეთ ერთმანეთს, დავმოძღვრე და წავახალისე. 142-ე საჯარო სკოლის პედაგოგი მანანა ხულუზაური