142-ე საჯარო სკოლის მე-2ბკლასი(დამრიგებელი:ეკა გულაშვილი)მწერალთა სახლში დაესწრო ღონისძიებას ,,დამწერლობა და წიგნები".
შეხვედრაზე საუბარი იყო შემდეგ საკითხებზე: როგორი იყო პირველი დამწერლობა, დამწერლობის რა ტიპები არსებობს და როგორ შეიქმნა პირველი ანბანი, როგორ ვითარდებოდა ქართული დამწერლობა, როგორი იყო პირველი წიგნები და როდის დაიწყო წიგნის ბეჭდვა.