9 ნოემბერს 142-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა ანტი ძალადობრივი გაკვეთილი-პროექტი: „ძლიერები არ ძალადობენ“, რომელსაც ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის პედაგოგი ქ-ნი მაკა ჩხიკვაძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები: ქალბატონი ბელა ჩიტია და ქალბატონი დონარა სულამანიძე, აგრეთვე კათედრის წევრები და პედაგოგები. მათ დადებითად შეაფასეს ეს პროექტი, რომლის მიზანიც იყო ეჩვენებინათ ძალადობის მნიშვნელობა და დაეგმოთ ის. კლასმა თავი გამოიჩინა, მოიძიეს მასალები, გააკეთეს პროექტის პრეზენტაცია, წაიკითხეს საკუთარი ლექსები და მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს მათ პიროვნებად ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანისთვის. აქვე გთავაზობთ ღონისძების ამსახველ ფოტოებს. „ძლიერები არ ძალადობენ“, ესაა სწორედ 9/2 კლასის სლოგანი.