26-11-2018, 09:33
142-ე საჯარო სკოლის,მე-2ბ კლასის მოსწავლეებმა(დამრიგებელი:ე.გულაშვილი),22ნოემბერს გაიარეს სასკოლო პროგრამისთვის ადაპტირებული სამუზეუმო ვორქ-შოპი, ხელოვნების სასახლეში. მოისმენეს ისტორია და დაათვალიერეს საგანძური, მრავალსაუკუნოვანი ქართული ანბანის შესახებ. იაკობ გოგებაშვილის დედაენის და ანბანის ფერადი ნიმუშების საშუალებით უფრო სახალისოდ და საინტერესოდ შეისწავლეს წერის საფუძვლები,იმოგზაურეს ქართული ანბანის დიდებულ სამყაროში. ლექციასთან და დათვალიერებასთან ერთად საინტერესო იყო პრაქტიკული ნაწილიც,სადაც ბავშვებმა იმუშავეს მხატვრული მხედრული ასოების ნიმუშებზე.გააკეთეს გონების სავარჯიშოები, სადაც მარტივი ლოგიკით გაშიფრეს ქართული,ხალხური ანდაზები.
ეს იყო ძალიან საინტრერესო,ნაყოფიერი და დასამახსოვრებლი დღე,ყველასათვის ❤