ქალაქ თბილისის 142-ე საჯარო სკოლის IV /დ კლასის მოსწავლეები 4 დეკემბერს სტუმრად ეწვივნენ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს (ხელოვნების სასახლეს) სადაც დავათვალიერეთ საგამოფენო დარბაზები, ხელნაწერთა განყოფილება, ეროვნული და სასცენო კოსტიუმების კოლექცია უნიკალური და იშვიათი ნამუშევრების კოლექცია, გავეცანით შენობის ისტორიას, ასევე გავეცანით საქართველოს სხვადასხვა კუთხეების წეს-ჩვეულებას ახალ წელთან დაკავშირებით. ბავშვებმა თავიანთი ხელით დაამზადეს ნაძვის ხის სათამაშოები.