142-ე სკოლის 3/ე კლასის მოსწავლეები კახა ბენდუქიძის კამპუსის მუზეუმს ესტუმრნენ. კიბიდანვე მრავალხმიან „აუუუ“ ტალღაზე შეიჭრნენ და ორგანიზებულად მოიცვეს ყველაფერი. განიხილეს როგორ კეთდება ფიტული, რა განსხვავებაა ნიანგსა და ალიგატორს შორის. მრავალფეხიან გოჭებს სძინავთ თუ მკვდრები არიან, „სად ცხოვრობენ ყველაზე ლამაზი პეპლები“. ბოლოს ხეების ასაკის გამოთვლაც ხალისით აითვისეს და აბრეშუმის ჭიაც ინატრეს, რომელიც ისეთივე ნარინჯისფერ ძაფს მოქსოვდა, როგორც მუზეუმის კოლექციაშია. მუზეუმის პატარა ვიზიტორები ასე გულანთებული ისმენდნენ სხვადასხვა თემებს. მხიარული ექსკურსიის ბოლოს ცოტა გული დაწყდათ დინოზავრის ჩონჩხი რომ არ არის მუზეუმში, თუმცა რამოდენიმემ გაგვიმხილა, რომ გავიზრდებით, არქეოლოგი უნდა გავხდეთ და იმედია კამპუსის მუზეუმისთვის დინოზავრს აღმოვაჩენთო.