სსიპ ქ. თბილისის 142-ე საჯარო სკოლის მეექვსე კლასში ჩატარდა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „ სასწავლო რესურსების მნიშვნელობა სიღრმისეული სწავლის ხელშესაწყობად.“ კვლევა ჩაატარა ინგლისური ენის მასწავლებელმა ეკატერინე ტაბატაძე. კვლევის მიზანი იყო საბაზო საფეხურზე მოსწავლეთა სწავლის ხარისხის ამაღლება, მათი ინტერესის გაზრდა, მოტივირება.... მოსწავლეებში უცხო ენის უკეთ შესწავლის მიზნით გაკვეთილებზე რესურსების გამოყენება და მათი ჩართვა რესურსის შექმნის პროცესში. კვლევის შედეგად დადგინდა რომ რესურსებით გამდიდრებული გაკვეთილები ნამდვილად გვეხმარება მასალის სიღრმისეულად გააზრებაში...