28-02-2019, 10:19
20 თებერვალს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში "Teen Academy' ტრადიციულად,მედიაციის პროექტი დაიწყო!სასწავლო კურსი პრაქტიკული ელემენტებით სამ დღეს მიმდინარეობდა. რამდენიმე შესარჩევი ტურის შემდეგ მედიაციის ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობდა 4 მოსწავლე, მათ შორის სსიპ ქალაქ თბილისის 142 საჯარო სკოლის XII/2 კლასის მოსწავლე სანდრო გაგიშვილი.
მედიაციის ფინალური პროცესის თემა უკავშირდებოდა შრომით ურთიერთობებს ღვინის მწარმოებელი კომპანიის თანამშრომელსა და გენერალურ დირექტორს შორის.
ჟიურის შეფასებით, მედიაციის ფინალში გამარჯვებულად დასახელდნენ - სანდრო გაგიშვილი და მაკა პარსალიშვილი.ჟიურიმ მოსწავლეები კრეატიულობით, ანალიტიკური აზროვნების უნარით, როლური თავსებადობითა და პრეზენტაბელურობით შეაფასა. სანდრო გაგიშვილსა და მაკა პარსალაშვილს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში უფასოდ სწავლის 100%-იანი ვაუჩერი გადაეცემათ.
ამ ფაქტს 142-ე საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი შორენა ცნობილაძე, მთელი პედაგოგიური კოლექტივი, სანდროს თანაკლასელები და მეგობრები დიდი სიხარულით შეხვდნენ.
XII/2 კლასის დამრიგებელი ქალბატონი მაია ხოჭოლავა სანდრო გაგიშვილს ახასიათებს როგორც შრომისმოყვარე, ბეჯით, მოწესრიგებულ და მიზანდასახულ მოსწავლეს.იგი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება სასწავლო პროცესს და ზედმიწევნით კარგად ასრულებს პედაგოგების მიერ მიცემულ მითითებებს.
ქალბატონი მაია ხოჭოლავა იმედს იტოვებს, რომ სანდრო ნებისმიერ საქმიანობას, მათ შორის უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურებს წარმატებით გაართმევს თავს.