მიმდინარე წლის II სემესტრში IXა კლასის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით შეისწავლეს ცნობილი ქართველი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება-მოღვაწეობა და საპროგრამო მოთხრობები, გაეცნენ კლასგარეშე საკითხავ მასალას- მოთხრობებსა და პუბლიცისტურ წერილებს. ცოდნის გაღრმავების მიზნით IXა კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქალბატონმა ლია ვაჩეიშვილმა და კლასის დამრიგებელმა ქალბატონმა მანანა დანელიამ წაიყვანეს მწერლის სახლ-მუზეუმში (თბილისი. ჯავახიშვილის ქ.N23) ბავშვებს მასპინძლობა გაუწია მიხეილ ჯავახიშვილის შვილიშვილმა ნუგზარ ერისთავმა. მან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა მუზეუმის სტუმრებს. მოსწავლეებმა თავიანთი შთაბეჭდილებები მუზეუმის წიგნში ჩაწერეს