ქ.თბილისის 142-ე საჯარო სკოლის 8/1 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ მარინა სარალიძესთან და კლასის დამრიგებელ ელისო ბერკაცაშვილთან ერთად მოინახულეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. საპროგრამო მასალის შესწავლის შემდეგ, რომელიც ეხებოდა სამ უძველეს ხელნაწერ წიგნს, მოსწავლეებმა დაამუშავეს საპრეზენტაციო თემები: „ძველი ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ“. მასალები წარადგინეს მუზეუმში, დაათვალიერეს მუდმივ მოქმედი გამოფენა და გაიმდიდრეს სახელმძღვანელოდან მიღებული ცოდნა.