19-03-2019, 17:31
7 მარტს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში პროექტი „გახდი პოლიტიკოსი“ წარმატებით დასრულდა. საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის მიერ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად მომზადებულმა პროექტმა მოსწავლეებს მისცა უნიკალური შანსი გაცნობოდნენ კანონშემოქმედებით საქმიანობას და, რაც მთავარია, საქართველოს პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან ემსჯელათ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე. პროექტის ფარგლებში გამართულ სპეციალურ ტრენინგებზე მოსწავლეებმა პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად განიხილეს: საკანონმდებლო ტექნიკის, საკანონმდებლო წინადადებების შემუშავებისა და წარდგენის პროცედურები, დებატების წარმართვის ხელოვნება და კანონპროექტის მოსამზადებლად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხები. ფინალური შეხვედრისათვის ჟიურიმ შეარჩია 4 ფრაქცია: „ხალხის ხმა“, „ერთიანი საქართველო“, „ მემარცხენეები“ და „ ეროვნულ-დემოკრატები“. თითოეულმა ფრაქციამ საქართველოს პარლამენტში გამართულ იმიტირებულ საკანონმდებლო სხდომაზე თავისი კანონპროექტი წარადგინა: ფრაქცია „ხალხის ხმა" : 1. მარი რუბაშვილი 2. სანდრო გაგიშვილი 3. ლუკა ნიშნიანიძე.
უნივერსიტეტისა და კომიტეტის მიერ შეირჩა გამარჯვებული ჯგუფი - რომლის თითოეულმა წევრი უნივერსიტეტისაგან მიიღო 3 000 ლარიან ვაუჩერს. მისი გამოიყენება შესაძლებელია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, სწავლის საფასურის გადასახდელად. გამარჯვებული ფრაქციად დასახელდა - "ხალხის ხმა" შემადგენლობით მარი რუბაშვილი, სანდრო გაგიშვილი და ლუკა ნიშნიანიძე.