"მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს"
21-03-2019, 14:38
როგორც ვიცით,21 მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში.21 მარტი დაუნის სიდრომის ცნობადობის დღე ჩვენ,142-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, დირექცია სათანადოდ მოვემზადეთ ამ დღისთვის.მიზანი ბავშვებში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ ემპათიის გამოწვევა,ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის მიწოდება იყო.პატარები ხალისით ჩაებნენ.შექმნეს ნახატები,პლაკატები,ფერადი წინდებით დაუნის სინდრომის პირების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.
უფროსკლასელებმა მოამზადეს და აჩვენეს პრეზენტაციები აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მოხატული მაისურებით და ფერადი წინდებით გამოხატეს თავისი
გულთბილი დამოკიდებულება "მზის შვილებისადმი".