ოთხი ათეული წელია 16 თებერვალს, 15 საათზე დიდუბის პანთეონში ქართული სცენის სიამაყის-ლადო მესხიშვილის (1857-1920) საფლავთან პროფ.გ.დოლიძის ინიციატივით ტრადიციულად იკრიბებიან მადლიერი შთამომავლები და ნაადრევი გაზაფხულის ყვავილებით ამკობენ ლეგენდარული მსახიობის სამუდამო განსასვენებელს. ამ შეხვედრას ყოველთვის ყავს ე.წ. საგანგებო სტუმრები - წლეულს ეს პატივი წილად ხვდათ თბილისის N142 საჯარო სკოლას (დირექტორი-შორენა ცნობილაძე) და საბავშვო თეატრს „მეორე სახლი“ (დირექტორი-რ.ქარდავა).